კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტორპედოს” გადასარჩენად” – დღეს მოედანზე ვერ გავა გუნდი, მაგრამ დღეს ტრიბუნებზე გავა გულშემატკივარი…

Image source: F.C. Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდი

 

ქუთაისის “ტორპედოს” გადასარჩენად დღეს, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე აქცია გაიმართა. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი იტყობინება. მოგეხსენებათ, იმერულ გუნდში ფინანსური კრიზისია და მფლობელის გარეშეა, ეროვნული ლიგა კი, კარსაა მომდგარი და კლუბს ლიცენზიის გარეშე დარჩენა ემუქრება.

“პირველ რიგში, “ტორპედო” დიდ გულისტკივილს გამოხატავს ამ დღეებში მომხდარ ტრაგიკულ ამბებთან დაკავშირებით.

ეს დღეები ყველა ერთად ვგლოვობთ იმ დანაკარგს, რომელიც განვიცადეთ და, გვერწმუნეთ, ნამდვილად არავის დამძიმება არ გვინდა იმ გადაუჭრელი პრობლემით, რომელიც ჯერ კიდევ დგას ჩვენს კლუბში.

…თუმცა ჩვენი გამოსავალი არის გაძლებაში, ჩვენი გამოსავალი არის ბრძოლაში!

გამომდინარე აქედან, არაფერს შევუშინდებით! იმიტომ არა, რომ ეს უბრალოდ საფეხბურთო კლუბის გადარჩენის საკითხია. იმიტომ, რომ ამით უნდა გადარჩეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაც, აწმყოც და მომავალიც… იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახია… ეს ჩვენი შვილებია… ეს ჩვენი ქალაქია… ეს ჩვენი ქვეყანაა…

და ჩვენ გადავრჩებით!

დღეს მოედანზე ვერ გავა გუნდი,
მაგრამ დღეს ტრიბუნებზე გავა გულშემატკივარი…

დღეს ქუთაისი უქომაგებს ისტორიას, სიყვარულს, ერთგულებას, მომავალს რომელიც ამ სიკვდილამდე მიყვანილ საფეხბურთო ოჯახს აუცილებლად ექნება!

არ დავნებდებით!” , – წერია “ტორპედოს” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

 

წყარო – F.C. Torpedo Kutaisi

 

საბა ლობჟანიძე: “”რანდერსი” ყოველთვის იქნება ჩემს გულში”