კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

„ტორპედოს“ ახალწვეულებმა ქუთაისური კლუბის მეორე ამხანაგურ მატჩში ითამაშეს

ტორპედო

Image source: Torpedo Kutaisi media

 

ტორპედოს“ ახალწვეულებმა მოსამზადებელ ეტაპზე ქუთაისური გუნდის ფორმა მეორე ამხანაგურ მატჩში მოირგეს.

ტორპედოსა” და “მერანს” შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა. მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ პირველი ტაიმის შემდეგ შემადგენლობა 100%-ით შეცვალა და მეორე ტაიმში სრულიად სხვა თერთმეტეული გამოიყვანა.

ქუთაისელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს მეკარე დინო ჰამზიჩმა და პალეტინელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ფადი ზიდანმა, რომელიც გუნდს ისრაელის „რამათ განადან“ შეუერთდა.

ტორპედოს“ რიგებში გამოჩნდა ალბანელი შემტევი ალადინ სალაკუ. ქუთაისი „ტორპედომ“ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია განის ნაკრების (ყოფილ) მცველ სამუელ ინკუმთან, რომელიც გასულ სეზონში „სამტრედიაში“ თამაშობდა.

ქუთაისელთა რიგებში ასევე გამოჩნდა ალჟირელი ნახევარმცველი მეჰდი ბოუკასი – ნიდერლანური „როდას“ 21-წლამდელთა ყოფილი მოთამაშე, რომელიც ბოლოს ბულგარულ „ჩერნო მორეში“ გამოდიოდა. გუნდში ასევე არიან მარატ ტუშიბაევი და ბელარუსი ნახევარმცველი დმიტრი რეკიში (ბობრუისკის „ბელშინა“).

წყარო – 1tv.ge, Torpedo Kutaisi.

“დინამო ბათუმის” ფრე რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან