კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტორპედომ” ისტორიაში პირველად საქართველოს სუპერთასი მოიგო (ვიდეო)

ტორპედო, საქართველოს სუპერთასი

ქუთაისის “ტორპედო” ისტორიაში პირველად საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

დავით პეტრიშვილის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელ საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა.

ანგარიში 76-ე წუთზე საჩხერელთა ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, თუმცა დარჩენილ მცირე დროში ქუთაისელებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 86-ე წუთზე, ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამგვარად,  “ტორპედომ” 2:1 მოიგო და სუპერთასს დაეუფლა.