Image source: FC Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდი
27 თებერვალს, ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგის პირველ ტურის შეხვედრას ქუთაისში “რამაზ შენგელიას” სახელობის მოედანზე ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ ქუთაისური კლუბი განცხადებას ავრცელებს.
“მედიის წარმომადგენლები თამაშზე მხოლოდ წინასწარი აკრედიტაციის საფუძველზე, შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან.
ჟურნალისტებს აკრედიტაციის მოთხოვნა 26 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ” , – ვკითხულობთ “ტორპედოს” ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედოსა” და “დინამო ბათუმს” შორის 27 თებერვალს დაგეგმილი მატჩი 20:00 საათზე გაიმართება.
ვიდეობი
ფოტოები