კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თორნიკე შენგელიას “ცსკამ” ევროლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

შენგელიას 6 ქულა

Image source: Euroleague

 

ევროლიგის ტურში მოსკოვის „ცსკა“ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და 89:81 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული იყო, თუმცა რუსებმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს.

შენგელიამ 19 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ სამქულიანი ააცილა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 3 გამოდგა.

„ცსკას“ 10 ტურში 7 მოგება და 3 წაგეება აქვს, რითაც მეორე-მესამე ადგილებს „ბაიერნთან“ ერთად იყოფს. მომდევნო ტურში კი 26 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

 

წყარო – Euroleague

 

ცუდი ამბავი ზიდანისთვის – “რეალმა” კაპიტანი დაკარგა