კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიას “ცსკა-ში” ცუდი მატჩი ჰქონდა, მაგრამ მისმა გუნდმა 100 ქულაზე მეტი ჩააგდო

თორნიკე შენგელიას 4 ქულა

Image source: Cska Moscow

 

მოსკოვის „ცსკა“ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „ხიმკი“ დიდი ანგარიშით 101:77 დაამარცხა. თუმცა, თორნიკე შენგელიას ამ მოგებაში დიდი წვლილი არ შეუტანია, რადგან საკმაოდ ცუდი თამაში ჩაატარა.

ქართველმა 17 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა და ამაზე დაბალშედეგიანი მატჩი მას რუსულ გუნდში არ ჰქონია.

„ცსკამ“ მე-5 ამხანაგური თამაში ჩაატარა და ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

 

წყარო – Cska Moscow

 

იტალიამ ნიდერლანდები დაამარცხა და წაუგებელი სერია გააგრძელა (ვიდეო)