კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიას წარმატებული თამაში ევროლიგაში

შენგელიას 18 ქულა

Image source: Euroleague

 

ევროლიგის მე-19 ტურში მოსკოვის „ცსკამ“ კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლა და 83:73 დაამარცხა. რუსული გუნდი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება მარტივად მოიპოვა.

თორნიკე შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 აღმოჩნდა.

მოსკოვის „ცსკა“ 15 მოგებით 4 წაგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრაში კი 15 იანვარს, „ბარსელონას“ შეხვდება.

 

წყარო – Euroleague

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას