Image source: Euroleague
ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას მომენტი საუკეთესოებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა. „ცსკას“ ქართველმა კალათბურთელმა „ფენერბაჰჩესთან“ იან ვესელის ბურთი თავზე გადაატენა და შესანიშნავი ეპიზოდი გამოარჩიეს.
შენგელიამ თურქულ გუნდთან 25 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 აღმოჩნდა.
მოსკოვის „ცსკამ“ „ფენერბაჰჩესთან“ 83:89 წააგო და სატურნირო ცხრილს მაინც ლიდერობს.
The TOP 10 PLAYS of Round 21 👀 pic.twitter.com/KCW78ytvS0
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) January 23, 2021
წყარო – Euroleague
ვიდეობი
ფოტოები