კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თორნიკე შენგელიას მორიგი შესანიშნავი თამაში ევროლიგაში

Image source: baskonia

 

ევროლიგის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ რუსეთში „ზენიტს“ დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და 72:66 იმარჯვეს.

შენგელიას მარცხში დანაშაული არ მიუძღვის, რადგან „ბასკონიას“ რიგებში საუკეთესო იყო. თორნიკემ 37 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 13 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 8-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 აღმოჩნდა, რაც ესპანურ გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

„ბასკონიას“ 7 მოგებითა და 12 წაგებით მე-14 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს მოსკოვის „ცსკას“ დაუპირისპირდება.

 

ოფიციალურად: “დინამომ” ნიჭიერი ქართველი დაიმატა