კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიას მორიგი კარგი თამაში ევროლიგაში და “ბასკონიას” წაგება

Image source: baskonia

 

ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და 70:80 წააგო.

ქართველი კალათბურთელი საკუთარ გუნდში გამორჩეული იყო. შენგელიამ 31 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 აღმოჩნდა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

„ბასკონიას“ 22 ტურში 8 მოგებითა და 14 წაგებით მე-14 ადგილი უკავია. მომდევნო შეხვედრაში კი 5 თებერვალს სტუმრად „რეალს“ დაუპირისპირდება.

 

“ტორპედოს” გადასარჩენად” – ქუთაისში აქცია დაგეგმეს (ვიდეო)