კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თორნიკე შენგელიას და ბექა ბურჯანაძის დაპირისპირება ესპანეთში

Image source: baskonia

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ უმასპინძლა და 72:89 დამარცხდა.

ორივე ქართველი მოთამაშე მოედანზე იყვნენ და ურიგოდ არ უთამაშიათ. ბურჯანაძემ 18 წუთი გაატარა პარკეტზე და ხსენებულ დროში 10 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ბექამ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოო 3 სამქულიანი ვერ გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10 გამოდგა.

შენგელიამ 34 წუთი ითამაშა და ამ დროში 13 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიენტმა 22 შეადგინა, რაც შეხვედრაში მეორე მაჩვენებელი გამოდგა.

„ბასკონიას“ და „გრან კანარიას“ იდენტური შედეგები აქვთ – 8 მოგება და 9 წაგება. ვიტორიელები მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს სტუმრად „რეალთან“, „გრან კანარია“ კი 18 იანვარს, „სარაგოსასთან“ ასევე გასვლაზე ჩაატარებს.

 

ქართველების “ანორთოსისის” მორიგი გამარჯვება – ამჯერად გათამაშების ფავორიტთან! (ვიდეო)