კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში “ცსკასთან”

Image source: baskonia

 

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მოსკოვის „ცსკასთან“ შესანიშნავად ითამაშა. მე-9 ტურში „ბასკონიამ“ რუსული გრანდი 80:70 დაამარცხა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. შენგელიამ კი გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. 8-და 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და თორნიკე მატჩის MVP გახდა. მოპოვებული ქულებითაც საუკეთესო გახლდათ.

„ბასკონიას“ 9 ტურში 4 მოგებითა და 5 წაგებით მე-10 ადგილი უკავია, 23 ნოემბერს კი „ზენიტს“ დაუპირისპირდება.

 

მარჩელო კარლი: “მჭედლიძე ჩემი სინანულია, ფანტასტიკური თავდამსხმელი იქნებოდა”