კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი თამაში მოიგო

Image source: Teknik Faul Medya

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და გამარჯვება ადვილად მოახერხა, 85:74.

მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია თითქმის ყოველ მატჩში საუკეთესოა, მაგრამ ამჯერად ასე არ ყოფილა. ქართველმა 33 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში, 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

შენგელიამ 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი  12-ს გაუტოლდა.

„ბასკონიას“ 10 ტურში 5 მოგება და 5 წაგება აქვს, ამ შედეგით კი მერვე ადგილზეა. ვიტორიელები მომდევნო ტურში 30 ნოემბერს, „მორაბანკ ანდორას“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.

 

კასპში ცენტრალური სტადიონი გაიხსნა