კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიას 11 ქულამ “ბასკონია” ევროლიგაში მარცხისგან ვერ გადაარჩინა

Image source: baskonia

 

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „პანათინაიკოსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 100:68 წააგო. ბერძნებმა ესპანელთა ძლევა ზედმეტი ძალისხმევისა და ჯაფის გარეშე მოახერხეს.

შენგელიამ პარკეტზე 29 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში 11 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შესძინა თავის გუნდს. 7-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

„ბასკონიას“ ევროლიგაში 5 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, რაც მე-9 პოზიციისთვისაა საკმარისი. მომდევნო ტურში კი 7 დეკემბერს, „ანადოლუ ეფესს“ შეხვდება.

 

გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას “გენტი” ევროპის ლიგის ჯგუფიდან გავიდა