კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიას 10 ქულა VTB-ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში (ვიდეო)

შენგელიას ცსკამ ნიჟნი ნოვგოროდთან მეორე მატჩში დამარცხდა

Image source: cskabasket.com

 

თორნიკე შენგელიას “ცსკა” VTB-ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობს.

პირველ, 1/4-ფინალურ რაუნდში არმიელების მეტოქე ნიჟნი ნოვგოროდია, ხოლო სერია 2 მოგებამდეა და ნოვგოროდელებმა შეძლეს მისი გათანაბრება – 1:1. გუშინ თოკოს გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში 72:76 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25:59 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მასპინძლებს ანტონ ასტაპკოვიჩმა ულიდერა, რომელმაც “ცსკას” 19 ქულა ჩაუგდო.

1/4-ფინალური რაუნდის ბოლო მატჩი 16 მაისს მოსკოვში გაიმართება და შენგელიას გუნდი ნახევარფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.