კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“შენგელია უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცევა” – დენიელ ჰეკეტმა “ზენიტთან” თორნიკეს თამაში შეაფასაითამაშა

თორნიკე შენგელიამ "ცსკასთან" ერთად მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა

Image source: CSKA BASKET

 

თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკამ” მორიგი ამხანაგური მატჩი “ზენტის” წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 78-72 გაიმარჯვა. მოსკოვურმა გუნდმა სანქტ-პეტერბურგელ მეტოქეებს სამი მეოთხედი დაუთმო და მხოლოდ ბოლო მეოთხედი დაეწია.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომლის მონაგარიც გახდა 7 ქულა და 2 მოხსნა.

მატჩის შემდეგ “ცსკა“-ს მცველმა, დენიელ ჰეკეტმა ქართველი ლეგიონერის თამაში შეაფასა:

თოკომ კარგად ითამაშა. ყველამ იცის რა კლასის მოთამაშეა ის. ის ძალიან თავმდაბალია და ძალიან ბევრს შრომობს. ის მალე გახდება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. თავისთავად, მას გარკვეული დრო სჭირდება, რათა შეეჩვიოს გუნდის ტაქტიკას და თავისებურებებს, მაგრამ ის შესანიშნავი ადამიანია და ამას ძალიან მალე შეძლებს.

არმიულმა კლუბმა შეხვედრა ცუდად დაიწყო და მატჩის პირველი ნახევარი “ზენიტის” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შესვენების შემდეგ მოსკოველებიც გააქტიურდნენ, ანგარიშში სხვაობა ბევრად შეამცირეს და გაიმარჯვეს კიდეც.

 

წყარო – cskabasket.com

ოთარ კიტეიშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და მოედანზე დაბრუნდა