Image source: cskabasket.com
ევროლიგის მე-12 ტურში მოსკოვის „ცსკა“ საკუთარ მოედანზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და 80:61 ანგარიშით დაამარცხა.
შენგელიამ 16 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 10 ქულა, 1 პასი და 1 ფოლი დააგროვა. მან 2 სამქულიანი ჩააგდო. მოსკოველთა რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო: 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი.
.@cskabasket extended its win streak to seven games with a runaway 80-61 win over the visiting Olympiacos Piraeus
Highlights… pic.twitter.com/rK1ZfIdt1Q
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) December 3, 2020
„ცსკას“ 12 ტურში 9 მოგება და 3 წაგეება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში კი 11 დეკემბერს, აუტსაიდერ რუსულ„ხიმკის“ ესტუმრება.
ვიდეობი
ფოტოები