კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიამ “რეალთან” შეუცვლელად ითამაშა და გადამწყვეტი ქულები ჩააგდო! (ვიდეო)

Image source: Euroleague

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მადრიდის „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 95:94 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ვიტორიელები ფავორიტად არ მიიჩნეოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ძალიან ძლიერი მეტოქის ძლევა მოახერხეს.

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ შენგელიას ერთი წამიც არ დაუსვენია და უკლებლივ ყველა, 40 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. 10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 11 შეადგინა.

აქვე გეტყვით, რომ თორნიკემ მატჩის კულმინაციურ მომენტში „რეალს“ 4 ქულა ჩააგდო, რომელიც მისი გუნდი ბოლო ქულები იყო თამაშში და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

„ბასკონიას“ 9 მოგებითა და 9 წაგებით მე-10 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი, 26 იანვარს, „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლებს.

 

 

“ბაიერნმა” 2020 წელი ბრწყინვალედ დაიწყო (ვიდეო)