კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელიამ “ფენერბახჩესთან” საუცხოოდ ითამაშა!

Image source: baskonia

 

ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და 65:79 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე საუკეთესო იყო.

შენგელიას მართლაც საუცხოო თამაში ჰქონდა. ქართველმა მოედანზე 37 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. თონირკემ 8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელია 21 ქულით ლეო ვესტერმანთან ერთად საუკეთესო იყო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.

„ბასკონიას“ 7 მოგება და 11 წაგება აქვს, ამ შედეგით მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში ესპანელები 15 იანვარს, რუსეთში „ზენიტს“ დაუპირისპირდებიან.

 

დრამა ესპანეთის სუპერთასზე: “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” საოცარი თამაში წააგო (ვიდეო)