კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თორნიკე შენგელიამ “ხიმკისთან” 10 ქულა ჩააგდო

შენგელიას 10 ქულა

Image source: Cska Moscow

 

„ვი თი ბი“ ლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას „ცსკა“ სტუმრად „ხიმკის“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად მარცხი განიცადა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს (86:78).

თორნიკე შენგელიამ 26 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ კი სამქულიანი არაზუსტად ისროლა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 9 აღმოჩნდა.

მოსკოვის „ცსკა-ს“ 6 ტურში 4 მოგება და 2 წაგება აქვს, ამ დროისთვის მე-6 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურის მატჩს 22 ნოემბერს, პერმის „პარმასთან“ სტუმრად გამართავს.

 

წყარო – cskabasket.com

 

მაკედონიის ნაკრების მცველი: “საქართველოსთან ახლა განსხვავებული თამაში იქნება”