კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თორნიკე შენგელია VTB-ლიგის ჩემპიონი მოსკოვურ გუნდთან ერთად გახდა (ვიდეო)

თორნიკე შენგელია VTB-ლიგის ჩემპიონია

Image source: Getty Images

 

თორნიკე შენგელია VTB-ლიგის ჩემპიონი მოსკოვის “ცსკასთან” ერთად გახდა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ფინალური სერიის მე-3 შეხვედრაც მაღალ დონეზე ჩაატარა – “ცსკამ” ყაზანის “უნიკსი” სერიაში 3:0 დაამარცხა (89:81) და VTB-ლიგის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ლეგიონერმა 26:51 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკემ 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამ-ქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. შენგელიას სარგებლიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი დაუგროვდა თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტთან ერთად – 21.

 

 

 

 

 

წყარო – cskabasket.com

 

 

 

 

 

 

ოფიციალურად: ჯორჯინიო ვეინალდუმი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს (ვიდეო)