კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელია ევროლიგაში “რეალს” ვერ გაუმკლავდა

Image source: baskonia

 

ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 55:77 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი, 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 10 შეადგინა.

„ბასკონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მთლიანობაში კი 6 მოგებით და 9 წაგებით მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 26 დეკემბერს სტუმრად ბერლინის „ალბას“ ეწვევა.

 

გავიხსენოთ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ლეგენდარული ფინალი ედგეს რაჰიმისთან (ვიდეო)