კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო დეკადის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის

შენგელია საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვის

Image source: Acb.com

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის.

ლიგა ენდესამ 16 კალათბურთელი ვირტუალურად პლეი-ოფის სისტემით დააწყვილა და თითო დღეს თითო წყვილში გამარჯვებული გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გაირკვევა.

მერვედფინალში შენგელიას მეტოქე ჯეისი კეროლია. მათ შორის ვირტუალური ბრძოლა 11 იანვარს გაიმართება და გამოკითხვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

თორნიკე შენგელიამ „ბასკონიაში“ 2014-2020 წლებში ითამაშა და საშუალოდ 23 წუთში 12.2 ქულას, 4.8 მოხსნას, 1.7 პასს გროვებდა.

 

 

წყარო – ACB.com

 

“ინტერი” ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ დამარცხდა (ვიდეო)