კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე შენგელია ათი ტურის შემდეგ ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია! (ფოტო)

Image source: Wagertalk News

 

ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 10 ტურის შემდეგ იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც მარგი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. შედეგად გაირკვა, რო 10 ტურის შემდეგ თორნიკე შენგელია 22.8 მარგი ქმედების კოეფიციენტით პრესტიჟულ ტურნირში საუკეთესოა!

ქართველი კალათბურთელი მიმდინარე სეზონში ერთხელ ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, ხოლო საშუალოდ მოედანზე 29:38 წუთს ატარებს, რა დროშიც 19.5 ქულას, 6.5 მოხსნას, 2.3 პასს, 0.9 ჩაჭრას და 0.6 დაფარებას აგროვებს.

შენგელია ისეთ სახელოვან კალათბურთელებს უსწრებს, როგორებიც ნანდო დე კოლო, ნიკ კალატესი, ნიკოლა მიროტიჩი, ომრი კასპი და სხვები არიან.

 

 

მექსიკელმა მეკარე გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა (ვიდეო)