კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსში ფანტასტიკური გოლი გაიტანა (ვიდეო)

Image source: balla.com.cy

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა ქართველების „ანორთოსისმა“, რომელმაც სტუმრად ლარნაკას „აეკი“ 2:1 დაამარცხა.

გიორგი ლორიას და ნიკა კაჭარავას არ უთამაშიათ, განაცხადშიც არ იყვნენ, ხოლო ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა 90 წუთი გაატარეს მინდორზე.

53-ე წუთზე ოქრიაშვილმა ულამაზესი გოლიც გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. თორნიკემ კვიპროსის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი მიითვალა.

თემურ ქეცბაიას გუნდს 10 თამაშში 24 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია.

 

ოქრიაშვილის გოლის ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო წუთზე გაიტანა და “რუბინს” ქულა მოუტანა (ვიდეო)