კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა (ვიდეო)

ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა

Image source: Sportime

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსოსმა“ „აპოლონთან“ 1:3 წააგო და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს.

„ანორთოსისის“ რიგებში ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა. თორნიკემ ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გაიტანა და ბომბარდირთა დავაში თანალიდერია.

„ანორთოსისს“ კი 7 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, „ეთნიკოსთან“ გამართავს.

 

 

წყარო – Anorthosis

 

სლუცკი: “კვარაცხელია მომენტებს რომ იყენებდეს, თამაშში სამ გოლს გაიტანდა”