კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე ოქრიაშვილის დუბლი კვიპროსში (ვიდეო)

ოქრიაშვილის დუბლი

Image source: goal.philnews

 

კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში ქართველების „ანორთოსისმა“ „პარალიმნის“ გასვლით მატჩში 2:1 მოუგო. ორივე გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 28-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო 58-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თორნიკე მინდორზე 76-ე წუთამდე იყო.

მის გარდა, „ანორთოსისში“ გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ ითამაშეს, ხოლო მურთაზ დაუშვილს არ უთამაშია.

თემურ ქეცბაიამ ამ გამარჯვებით ორმატჩანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 48 ქულა დააგროვა, თუმცა, მხოლოდ მე-4 ადგილზეა და ლიდერთან 5-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. „ანორთოსისი“ შემდეგ თამაშს 20 თებერვალს, „დოქსას“ შეხვდება.

 

 

წყარო – Anorthosis FC

 

რუსი ფეხბურთელი: “კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესოა”