კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

თორნიკე ოქრიაშვილი: “ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება”

თორნიკე ოქრიაშვილის მატჩის წინა კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე გათამაშებას ტალინში დაგეგმილი მატჩით იწყებს. თბილისში გამართული 4-დღიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრა. რამდენიმე საათში კი ქართველმა ფეხბურთელებმა წლის სადებიუტო მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. “ა ლე კოქ არენაზე” საწვრთნელი პროცესი 1 საათი გაგრძელდა.

ვარჯიშის დაწყებამდე კი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს თორნიკე ოქრიაშვილმა უპასუხა.

“პირველ რიგში, ყველას მოგვენატრა ნაკრებში ასპარეზობა. რა თქმა უნდა, რთულია მაყურებლის გარეშე ფეხბურთის თამაში. თუმცა, კარგი მოლოდინი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ განვიხილეთ ესტონეთის თამაშები, შევაფასეთ როგორც ძლიერი ისე სუსტი მხარეები, მაგრამ დღეს ამაზე არ ვისაუბრებ და ყველაფერი შეხვედრაზე გამოჩნდება” , – განაცხადა “ანორტოსისის” ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი.

ესტონეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით თბილისში დაბრუნდება. ერთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, ჩრდილოეთ მაკედონიის  ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

 

წყარო-gff.ge

 

 

 

 

ვლადიმირ ვაისი: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ, თუმცა ეს იოლი არ იქნება”