კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თორნიკე ოქრიაშვილი “აპოელში”: “კაპიტნის სამკლაურით პირველად ვიყავი მოედანზე, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა”

თორნიკე ოქრიაშვილი კომენტარი კაპიტნის სამკლაურის მორგების შემდეგ

Image source: gff.ge

 

2 ივნისს რუმინეთის წინააღმდეგ მოგებული მატჩში (1:2) საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კაპიტნის რანგში თორნიკე ოქრიაშვილმა პირველ შეხვედრა ჩაატარა .

თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრების კაპიტნობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მითუმეტეს ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლაურით პირველად ვიყავი მოედანზე, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემ თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მითუმეტეს იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი.

ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს” , – დაწერა ოქრიაშვილმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

აღვნიშნოთ, რომ გუშინ, კვიპროსულმა “აპოელმა” ოქრიაშვილთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის ვინგერმა “ანორტოსისის” მაისურითსულ 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

 

წყარო – okriashvilii

 

 

 

 

 

გიორგი ქვილითაიამ ახსნა, თუ რატომ “გენტიდან” “ანორთოსისში” გადავიდა