კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ტოპ-5 შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ ამ შაბათ-კვირას

Image source: Getty Images

 

სანაკრებო პაუზის წინ ამ შაბათ-კვირას გაიმართება ტოპ-5 ჩემპიონატების ბოლო შეხვედრები.

VbetNews-მა თქვენთვის გამოარჩია ტოპ-5 შეხვედრა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ.

  • ინგლისის პრემიერ ლიგა

  • “ლივერპული” – “ლესტერი”

  • დასაწყისი: 18:00

ეს, უდაოდ, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრაა. ჩემპიონატის ლიდერი “ლივერპული“, რომელიც ასპროცენტიანი შედეგით მხოლოდ წინ მიიწევს, დღეს საკუთარ კედლებში “ლესტერს” მიიღებს, რომელიც თავის მხვრივ კარგი შედეგებით გამოირჩევა. მერსისაიდელების ყოფილი მწვრთნელის, ბრენდან როჯერის ხელმძღვანელობით “მელიებმა” პირველ 7 ტურში მხოლოდ 1 მარცხი განიცადეს და ამ წუთში მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. უნდა აღვნიშნოთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის“, “ტოტენჰემისა” და “ჩელსის” არადამაჯერებელი გამოსვლების ფონზე სრულიად რეალურია, რომ “ლესტერი” პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში შევიდეს. ინგლისის ჩემპიონატის განვლილ სეზონში “ლესტერმაენფილდზე “ლივერპულთან” შეხვედრა ფრედ დაასრულა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალა. საინტერესოა, თუ რა მოხდება დღეს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ ეს მატჩი.

  • ესპანეთის ლა ლიგა

  • “რეალი” – ” გრანადა”

  • დასაწყისი: 18:00

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ამ მატჩში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა ლიგის პირველი და მეორეადგილოსანი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუკი “რეალის” შემთხვევაში გასაოცარი არაფერია, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ “გრანადას” მე-2 პოზიციაზე ნახვა საკმაოდ უჩვეულო ფაქტია. “სამეფო” კლუბს ჩემპიონთა ლიგაში “ბრიუგეს” დამარცხება არ გამოუვიდა და ახლა ზინედინ ზიდანის გუნდი შიდა პირველობაში ლიდერობის გასამტკიცებლად იბრძოლებს. “გრანადასთვის” კი ეს მეორე სერიოზული გამოცდა იქნება: მოგეხსენებათ, რომ ანდალუზიელებმა “ბარსელონას” (2:0) დამარცხება შეძლეს. შესაძლებელი იქნება ამ შედეგის გამეორება მადრიდელებთან? ამას დღეს ვიხილავთ.

1 2