კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოპ-5 საფეხბურთო შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ ამ შაბათ-კვირას

Image source: SkySports

 

ამ უქმეებში – 9 და 10 ნოემბერს ევროპის ტოპ ჩემპიონატეში რიგი საინტერესო და პრინციპული დაპირისპირებები იგეგმება, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივადევნოთ თვალი.

თქვენთვის გამოვარჩიეთ ტოპ 5 საფეხბურთო შეხვედრა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ.

 

ლესტერი” – “არსენალი“, 9/11, 21:30 (თბილისის დროით)

 

ინგლისში ამბობენ, რომ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის “ჩელსისთან” ერთად სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ. “არსენალში” ბოლო დროს ქაოტური სიტუაციაა. გუნდი ბოლო 3 შეხვედრაში ვერ იგებს, გულშემატკივრებსა და ჯაკას შორის კონფლიქტის მოხდა, რის შედეგაც შვეიცარიელმა კაპიტნის სამკლაური დაკარგა, ხოლო ემერის გაშვების შესახებ საუბრები სულ უფრო აქტიურად ვრცელდება. “ლესტერს” რაც შეეხება, ოქტომბრის თვე ფანტასტიურად ჩაატარა. ვალდესი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დღეს მელიების მოედანზე ეს გუნდები საუკეთესო ოთხეულისკენ გზაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ეცნებიან.

 

ბაიერნი” – ” ბორუსია დორტმუნდი“, 9/11 21:30

 

ალიანს არენაზე დღეს იმავე დროს გაიმართება გერმანიის ბუნდესლიგის ცენტრალური მატჩი “ბაიერნისა” და “დორტმუნდს” შორის. მატჩის წინ ორივე გუნდი კრიზისულ მდგომარეობაშია. “აინტრახტთან” მარცხის შემდეგ “ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა, “დორტმუნდი” კი სტაბილურ შედეგებს ვერ აჩვენებს და ლიდერის პოზიციაზე გასვლის შანსებს ხელიდან უშვებს, თუმცა “ინტერთან” მოგებული მატჩის შემდეგ გუნდი პოზიტიურადაა განწყობილი.

1 2