კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

TOP 5 – ლეგენდარული მეკარეები, რომელთაც ქართველმა ფეხბურთელებმა გოლები გაუტანეს (ვიდეო)

Image source: fotojet.com

 

Vbetnews-ი წარმოგიდგენთ ტოპ ხუთ მეკარეს, რომელთა კარში ქართველმა ფეხბურთელებმა ულამაზესი და მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს.

ლევან კობიაშვილი – ოლივერ კანი

2006-2007 წლების სეზონში ლევან კობიაშვილი „შალკეს“ რიგებში თამაშობდა და მიუნხენის „ბაიერნთან“ ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა საჯარიმოს მისადგომებიდან ყუმბარისებული დარტყმით დალაშქრა ლეგენდარული ოლივერ კანის კარი.

კობიაშვილს კანის კარში მანამდეც გაუტანია, ასევე კახა კალაძეს და გიორგი დემეტრაძეს, თუმცა, რადგან მხოლოდ თითო გოლი შევარჩიეთ, ამჯერზე არჩევანი იმ გოლზე შევარჩიეთ, რომელიც თქვენს წინაშეა.

გიორგი შაშიაშვილი – ჯანლუიჯი ბუფონი

2006 წელს თბილისს მსოფლიო ჩემპიონი იტალია და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი ესტუმრნენ. 25-ე წუთზე, სტუმრები იგებდნენ, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი შაშიაშვილმა ბრწყინვალე დარტყმით ბუფონი უშანსოდ დატოვა.

ჯანლუიჯის კარში მანამდე სხვა ქართველებსაც გაეტანათ, მათ შორის გოგა გახოკიძეს, ხოლო მოგვიანებით ლევან მჭედლიძემაც გაიტანა, თუმცა ჩვენი არჩევანი შაშიაშვილზე შეჩერდა.

ლევან კობიაშვილი – იენს ლემანი

ხუთეულში ლევან კობიაშვილის კიდევ ერთი გოლი მოხვდა. ამჯერად 2001-2002 წლების სეზონიდან, როდესაც „ფრაიბურგის“ ღირსებას იცავდა და „დორტმუნდს“ ულამაზესი ჯარიმა გაუტანა. რურელთა კარს ცნობილი გერმანელი მეკარე, იენს ლემანი იცავდა, რომელმაც კობის დარტყმაზე რეაგირებაც კი ვერ შეძლო.

კახა კალაძე – ჟულიო სეზარი

2005-2006 წლების სეზონში, 14 აპრილს, დერბი დელა მადონინა გაიმართა. „მილანმა“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და ეს ერთადერთი გოლი კახა კალაძემ გაიტანა. ქართველი მცველი შეტევაში ჩაერთო და კლარენს ზეედორფის გადაცემით მილანური დერბი საკუთარ გუნდს მოაგებინა.

კალაძის გოლი ეფექტურიც იყო, მნიშვნელოვანიც და მაღალი დონის მეკარეს, ჟულიო სეზარის კარში გაიტანა.

ჯაბა კანკავა – მანუელ ნოიერი

2015 წლის ოქტომბერში, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ესტუმრა, ამჯერად გერმანიას. კახა ცხადაძის გუნდმა მრისხანე მეტოქეს მრისხანე წინააღმდეგობა გაუწია და ახლოს იყო, რომ არ დამარცხებულიყო.

თუმცა, საბოლოოდ 1:2 წააგო. მეორე ტაიმის დასაწყისში იმხანად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, მანუელ ნოიერს ჯაბა კანკავამ საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაუტანა.

 

გერმანიის ბუნდესლიგის გუნდებმა ვარჯიშები განაახლეს