კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოპ-10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი მსოფლიოში 21-ე საუკუნეში

ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები მსოფლიოში

Image source: Getty Images

 

პორტალმა Transfermarkt წარმოადგინა ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ტიტულის მოპოვება შეძლეს კარიერის მანძილზე. საუკეთესოთა შორის დასახელებულნი არიან ფეხბურთელები, რომლებიც 21-ე საუკუნეში მოღვაწეობდნენ.

ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელთა შორის პირველ ადგილზეა დანი ალვეში. 37 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 41 ტიტულის მოპოვება შეძლო. მეორე ადგილზეა ანდრეს ინიესტა. “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა 39 ტიტული მოიგო, ხოლო არგენტინელ ლიონელ მესის ბრაზილიელ მაქსველთან ერთად თანაბარი რაოდენობის – 37 ტიტული აქვთ მოპოვებული. თუმცა, მაქსველისგან განსხვავებით, მესის კარიერა დასრულებული არ არის, ის შესანიშნავ ფორმაშია და კიდევ ბევრი ტიტულების მოგება შეუძლია.

ყველაზე მეტი ტიტულის მქონე ფეხბურთელების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

  1. დანი ალვეში – 41 ტიტული
  2. ანდრეს ინიესტა – 39
  3. ლიონელ მესი – 37
  4. მაქსველი – 37
  5. ჟერარ პიკე – 36
  6. აშუარი – 34
  7. რობენი – 33
  8. კრიშტიანუ რონალდუ – 33
  9. სერხიო ბუსკეტსი – 33
  10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 33
წყარო – transfermarkt.com

 

 

 

 

სამი ინგლისური გრანდი ანტუან გრიზმანისთვის შეთავაზებას ამზადებს