კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელი Instagram-ში

Image source: gff.ge

 

VbetNews-მა შეადგინა ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი, რომლებიც სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურები არიან და რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ Instagram-ში.

პირველ ადგილს იკავებს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, რომელსაც 90 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მეორე ადგილზეა “სან ხოსეს” მცველი გურამ კაშია, მე-2 ადგილს კი თანაბარი რაოდენობის გამომწერებით გიორგი არაბიძე და თორნიკე ოქრიაშვილი ინაწილებენ.

 

ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელი Instagram-ში.

  1. ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, რუსეთი) – 90,5 ათასი
  2. გურამ კაშია (“სან-ხოსე”, აშშ) – 44,7 
  3. გიორგი არაბიძე (“ადანასპორი”, თურქეთი ) 36,1 / თორნიკე ოქრიაშვილი (“ანორთოსისი”, კვიპროსი) -36,1 ათასი
  4. სოლომონ კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი) – 27,5
  5. ვაკო ყაზაიშვილი (“სან ხოსე”, აშშ) – 22,6 ათასი
  6. ლევან მჭედლიძე – (“დინამო თბ.”, საქართველო) – 19,8 ათასი
  7. გიორგი ჩაკვეტაძე – (“გენტი”, ბელგია) – 19,7 ათასი
  8. გიორგი პაპუნაშვილი (“სარაგოსა”, ესპანეთი)- 16.9
  9. გიორგი ქვილითაია (“გენტი”, ბელგია) – 16,3
  10. გიორგი მერებაშივილი (“ვისლა პლოცკი” – პოლონეთი) – 13,8

დონეცკის “შახტარის” ქართველ მცველს, დავით ხოჭოლავას 11 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველს, ჯაბა ჯიღაურს – 10,5, სხვა ფეხბურთელების გამომწერთა რაოდენობა 10 ათასზე ნაკლებია: გიორგი ლორია (“ანორთოსისი”) –  8,3 ათასი; ვაკო გვილია (“ლეგია ვარშავა”) – 7,7; ხვიჩა კვარაცხელია (“რუბინი”) – 7,5; ლუკა ზარანდია (“ზლუტე ვარეგემი”) – 5,1; ლაშა დვალი (ფერენცვაროში”) – 4,6; ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”) – 4,5; გიორგი ნავალოვსკი (“დინამო ბათუმი”) – 3,9; მათე ცინცაძე (“დინამო ბათუმი”) – 3,8; ოთარ კაკაბაძე (“ოთარ კაკაბაძე”) – 3,6; ვახო ჭანტურიშვილი (ფასტავ ზლინი) – 3,3; საბა ლობჟანიძე (“რანდერსი”) – 2,9; ნიკა კაჭარავა (“ანორთოსისი”) – 2,8; ლევან შენგელია (“ქონიასპორი”) – 2,7; ჯიმი ტაბიძე (“უფა”) – 2,1; ლუკა გუგეშაშვილი (“გრანადა”) – 2; გიორგი ბერიძე (“ლოკერენი”) 1,2, ელგუჯა ლობჯანიძე (“კაისარი”) – 1,1. სხვა გეხბურთელების გამომწერთა რაოდენობა ძირითადად ათასზე ნაკლებია.

წყარო – Instagram

ოფიციალურად: წარმოშობით ქართველმა თავდამსხმელმა “მეცთან” პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა