კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოპ-10 გამორჩეული გოლი საქართველოს ნაკრების ისტორიიდან (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

მსოფლიოში დიდი სისწრაფით გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველა ქვეყანაში შეჩერებულია ხალხმრავალი და მათ შორის სპორტული ღონისძიებები. 1 წლით გადაიდო 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს გაიმართება.

გადაიდო ასევე საქართველოს ნაკრების დიდი ხნის ნანატრი მატჩი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფონალში უნდა გაიმართოს, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ჩვენს ეროვნულ გუნდს ევრო-2020-ზე მოხვედრის ისტორიული შანსი ექნება.

საქართველო-ბელარუსის მატჩი გადადებულია შემოდგომამდე და დიდი ალბათობით ნოემბერში გაიმართება.

ამასობაში გთავაზობთ, რომ ერთად გავიხსენოთ ტოპ-10 მნიშვნელოვანი და ლამაზი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიიდან.

1) თემურ ქეცბაიამ 1994 წელს უელსის წინააღმდეგ ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. მატჩი საქართველომ 5:0 მოიგო და პირველი ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა.

 

2) ყველას გვახსოვს გიორგი ქინქლაძის ულამაზესი გოლი უელსთან… აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ზუსტად ასეთივე გოლი 1998 წელს ტუნისის ნაკრებსაც გაუტანა. ტუნისთან და უელსთან გოლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

3) 1997 წელს კახაბერ ცხადაძემ პოლონეთის წინააღმდეგ ნაკრებში ერთადერთი გოლი გაიტანა. ის მატჩი დინამოზე ჩვენი ნაკრების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

4) არჩილ არველაძის გოლით მოიგო საქართველომ ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნითი მატჩი ალბანეთის წინააღმდეგ. ნაკრებმა გახსნითი მატჩი მოიგო, თუმცა ის შესარჩევი ციკლი ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოდგა – 5 ქულა და ბოლო ადგილი.

5) მალხაზ ასათიანმა 2003 წელს თავისი ცნობილი გოლი რუსეთის ნაკრების კარში გაიტანა.

1 2