Image source: nolympicsla.com
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ხელმძღვანელობამ ონლაინ-კონფერენციისას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
IOC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ოლიმპიური მოძრაობა უფრო მტკიცე გახდა და შექმნილი მდგომარეობიდან ყველა ცდილობს მოძებნოს ოპტიმალური გამოსავალი.
თომას ბახის თქმით, იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი იოსიჰიდე სუგა წარმატებული და უსაფრთხო თამაშების კურსის ერთგული რჩება.
ბახი აცხადებს, რომ თამაშების გახსნის თარიღი – 2021 წლის 23 ივლისი ნებისმიერ შემთხვევაში ხელუხლებელი დარჩება.
ვიდეობი
ფოტოები