Image source: geonoc
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მიიჩნევს, რომ ოლიმპიური თამაშები სხვადასხვა სახის დემონსტრაციების სცენად არ უნდა იქცეს.
სექტემბერში ამერიკელმა უროს მტყორცნელმა გვენ ბარიმ IOC-ის ოლიმპიური ქარტიის და იმ წესის შეცვლისკენ მოუწოდა, რომელიც ათლეტს ოლიმპიურ სარბიელზე პოლიტიკურ, რელიგიურ თუ რასობრივ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვას უკრძალავდა. ბარის ამ განცხადებას ფართო დისკუსია მოჰყვა.
ბახის აზრით ოლიმპიური თამაშები პოლიტიკა არ არის, IOC, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ყოველთვის პოლიტიკურად მკაცრად ნეიტრალურია.
ვიდეობი
ფოტოები