კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“თოკოს შეუძლია “ცსკა”-ს ლიდერი გახდეს” – მოსკოვური კლუბის პრეზიდენტი შენგელიას ქალთულ SMS-ებს უგზავნიდა

შენგელიას მაისური გაყიდვაშია

Image source: CSKA BASKET

 

მოსკოვის “ცსკათორნიკე შენგელიასთვის დიდ შესაძლებლობების ასპარეზი იქნება. ბევრი ქართველი გულშემატკივრისთვის გაუგებარი და საინტერესო იყო, თუ როგორ დაითანხმეს რუსებმა ქართველი კალათბურთოელი არმიულ “ცსკა“-ში გადმოსვლაზე და რამ შეუწყო ამას ხელი. რუსული კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეი ვატუტინმა ერთ-ერთი ინტერვიუში მოყვა, რომ ეს მათი მრავალი წლის მიზანი იყო, და როდესაც მოვიდა ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, მაშინ დაიწყეს მოქმედება. ასევე ქართულმა SMS-ებმა იქონიეს თავიანთი ზეგავლენა.

 

ამასთანავე, ანდრეი ვატუტინმა აღნიშნა, რომ ქართველს ყველა თვისება და შესაძლებლობა აქვს საიმისოდ, რომ მოსკოვური კლუბის ლიდერი გახდეს.

“თორნიკე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო 4 ნომერია. მისი გადმოყვანის ვარიანტებს მრავალი წელი განვიხილავდით, მაგრამ მას “ბასკონიასთან” მრავალწლიანი კონტრაქტი ჰქონდა. ახლა კი მისი გადმოსვლა ძალიან ლამაზად გამოვიდა. მან “ბასკონიასთან” ერთად ჩემპიონატი მოიგო და იქ კარიერას წერტილი ეფექტურად დაუსვა. ის არის არა მხოლოდ კარგი კალათბურთელი, არამეტ კარგი პიროვნება.

კიდევ ერთხელ მივესალმები ჩემს ქართველ მეგობარს, იოსეფ აფციაურს, რომელმაც თოკოსთვის ქართულ ენაზე ესემესების გაგზავნაში მეხმარებოდა. თავად ამ ლამაზი ენის შესწავლა ძალიან რთულია, უპირველეს ყოვლისა უჩვეულო ანბანის გამო”.

თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მოჰყვა დიდი ხმაური და სასტიკი კრიტიკა, რომელიც მოსალოდნელი იყო და ქართველი კალათბურთელი ყველანაირად ცდილობდა ამის შემსუბუქებას და იმის ახსნაც კი მოუხდა, რომ მისი არჩევანი არანაირად არ ამცირებს სიყვარულს მშობლიური საქართველოსადმი, არამეტ უკავშირდება მისი, როგორც კალათბურთელის კარიერულ პროგრესს. სწორედ ამიტომ თოკომ კონტრაქტის გაფორმებისას თავისი პირობები შეიტანა და მოითხოვა, რომ იყოს პუნქტები ნბა-ში გადასვლის შესაძლებლობაზე და საქართველოს ნაკრების მატჩებში მონაწილეობაზე.

“თავიდანვე თორნიკეს სურვილი იყო, რომ კონტრაქტში ნბა-ში წასვლის შესახებ ოფცია შეგვეყვანა, მაგრამ მან გვითხრა, რომ ნბა-ში წასვლა მხოლოდ სერიოზული ორგანიზაციის მხრიდან შემოთავაზების შემთხვევაში განიხილავს.

ჩვენ ასევე თანახმა ვართ გავუშვათ შენგელია სანაკრებო მატჩებზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემთხვევიან ევროლიგაში “ცსკა“-ს შეხვედრებს. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს დიდი შესაძლებლობები და მიზნები აქვს მითუმეტეს წინ მსოფლიოს თასია, ამოტომ ვფიქრობ გამოსავალს ყველა ვარიანტში ვიპოვით. აღსანიშნავია ასევე, რომ სანაკრებო მატჩებისთვის კონტრაქტში ცალკე პუნქტის შეტანა აქამდე “ცსკა“-ს არცერთ ლეგიონერს არ უთხოვია. ეს შენგელიას პატრიოტიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს” – განაცხადა “ცსკას” პრეზიდენტმა.

მოსკოვური გუნდი ქართველი კალათბურთელის დამატებით დიდი მიზნების მიღწევას აპირებს და საამისოდ მზადაა შენდელიასთვის ყველა შესაძლებლობა შექმნას, რათა მან გუნდში თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნოს და გუნდი წარმატების მწვერვალზე გაიყოლიოს. “ცსკა”-ს მრავალწლიანი ლიდერის, კაილ ჰაინცის წასვლის შემდეგ გუნდი ლიდერის ძებნაში იყო. ევროპის ერთ ერთი ტოპ მოთამაშის გადმოყვანით კი მათ დიდი იმედი აქვთ, რომ სწორედ ის ულიდერებს არმიულ კლუბს.

“ჰაინსის წასვლის შემდეგ ჩვენ ლიდერების დეფიციტი გვქონდა, ისეთი ხარიზმატიული ადამიანის, რომელიც გუნდში ავტორიტეტი გახდებოდა. თორნიკე სწორედ ასეთი ადამიანია. მისგან, რასაკვირველია, დიდი მოლოდინები გვაქვს. ის ლიდერია, რომელსაც გუნდი გაჰყვება. ჩვენ სწორედ ამას ველოდებით.” – აღიარა ვატუტინმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

დიდ წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს საკლუბო და სანაკრებო კარიერულ გზაზე. გვჯერა, რომ ამ სეზონში ქართველი “ცსკა“-სთან ერთად ევროლიგის გამარჯვებული გახდება, შემდეგ კი უფრო ფართო შესაძლებლობები გაუჩნდება უკეთეს გუნდში გადასვლისთვის.

სტატიაში გამოყენებულია ინფორმაცია  CSKA YouTube და  sport-express.ru -დან.

შანსი გოგასთვის? ტრავმირებული დომანტას საბონისი ორლანდოს ტოვებს