კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოკიოს საგზურისათვის 4 ქართველი მოფარიკავე იბრძოლებს

ქართველი მოფარიკავეები მადრიდში იასპარეზებენ

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

24-25 აპრილს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში, მადრიდის “მარკიზ ხუან ანტონიო სამარანჩის” სახელობის მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში ფარიკაობის სამივე დისციპლინაში, ევროპის ზონიდან ბოლო 6 ლიცენზია გათამაშდება.

საქართველოდან ტოკიოს საგზურისათვის დაშნით მოფარიკავეები ვალერია დვინინა და გიორგი კუდრიავცევი, ასევე რაპირით მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე და ხმლით მოფარიკავე თეოდორა კახიანი იბრძოლებენ.

აღვნიშნოთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური უკვე მოპოვებული აქვს სანდრო ბაზაძეს.

 

 

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

 

გიორგი ბეჟანიშვილი: “ჩემი თავგადასავალი აქ ილინოისში განუმეორებელი იყო”