კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკი, უნიფორმა და მუსიკა წარმოადგინეს

ტოკიოში კვარცხლბეკი, უნიფორმა და მუსიკა წარმოადგინეს

Image source: geonoc

 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, მასპინძლებმა გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად კვარცხლბეკი წარმოადგინეს, ასევე მედლების გადაცემის ცერემონიისთვის მუსიკალური გაფორმება და მათში მონაწილე მოხალისეთა კოსტიუმები.

ისტორიაში პირველად, მედალოსანთათვის განკუთვნილი კვარცხლბეკი გადამუშავებული პლასტიკისგან იქნება დამზადებული.

დაჯილდოების ცერემონიის მუსიკალური გაფორმების ავტორი არის ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი ნაოკი სატო.

თამაშების გახსნამდე ტოკიო-2020-ის მასპინძლებმა წარმოადგინეს ტრადიციული და დასავლური დიზაინერული სკოლის კოსტიუმების ერთგვარი ნაზავი, რომლითაც მოხალისეები კვარცხლბეკისკენ გაუძღვებიან ოლიმპიელებს.

 

 

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

 

 

საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის 22 ფეხბურთელით მოემზადება