კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უცხოელი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის

Image source: geonoc

 

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხუთმხრივ ფორმატში ჩატარებული ონლაინ-შეხვედრის შედეგად გადაწყვიტა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უცხოელი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.

ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტი უცხოელ გულშემატკივრებს ბილეთებში გადახდილ თანხას აუნაზღაურებს. ამ დროისთვის დაახლოებით 4,5 მილიონი ბილეთია გაყიდული. მათ შორის, დაახლოებით 1 მილიონი ბილეთი უცხოელ გულშემატკივრებს აქვთ შეძენილი.

ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით უფრო უკეთ შეძლებენ თამაშების მონაწილეთა და თავად იაპონიის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

წყარო – geonoc

 

 

 

 

გრიგოლ ჩაბრაძე: “ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო”