კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა ოლიმპიური ცეცხლი გადამალეს

 

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა ოლიმპიური ცეცხლი საიდუმლოდ გადამალეს და მეთვალყურეებიც მიუჩინეს.

თავდაპირველი გეგმით, ოლიმპიური ცეცხლის ლამპარი აპრილის ბოლომდე გამოფენილი იქნებოდა 2011 წელს დამანგრეველი მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებულ პრეფექტურა ფუკუშიმაში, საიდანაც მას ტოკიოში გადაიტანდნენ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს მიერ ქვეყნის რიგ რეგიონებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, პავილიონი ყველასთვის დაიხურა.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

ჯიმი კარაგერმა შეადგინა თავისი სიმბოლური გუნდი (ფოტო)