კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოკიო 2020-ი: ცნობილია საქართველოს ნაკრების გამოსვლის კალენდარი და დრო კაცთა შორის ხმლით ფარიკაობაში

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა შორის ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრი 23 ივლისს ჩატარდება

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა შორის ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრი 23 ივლისს ჩატარდება.

სანდრო ბაზაძე საუკეთესო 36 ხმლით მოფარიკავესთან ერთად, ტოკიოს გარეუბანში ჩიბას პრეფექტურის ქალაქ მიჰამა-კუ პალატაში მდებარე საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „მაკუჰარი მესეში“ გაიმართება. მასშტაბური კონგრეს-ცენტრი 210 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და 3 ძირითადი ზონისგან შედგება. მოფარიკავეები B-ს სასახლეში იასპარეზებენ, დღეს

ტოკიო 2020-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეჯიბრების კალენდარი და დროები განაახლა.

T64 – 4:30
T32 – 6:55
T16 – 9:35
T8 – 10:55
1/2 – 14:00
მესამე ადგილისათვის – 15:20
ფინალი – 16:15

პირველი 4 რაუნდის შეხვედრები, 4 ბილიკზე ჩატარდება. მითითებულია სწორედ საქართველოს დრო.

 

 

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

ოფიციალურად: გიორგი ცინცაძეს ახალი გუნდი ჰყავს