კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლა ლიგის კლუბმა “გენტს” ჩაკვეტაძის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთა

Image source: Getty Images

 

ბელგიური “გენტისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ “ვალენსია” დააინტერესა.

Todofichajes.com-ის ინფორმაციით “ვალენსიას” სპორტული დირექტორი თვლის, რომ 20 წლის ნახევარმცველი კლუბშიც და ნაკრებშიც ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო დიდხანს არ უთამაშია.

ვალენსია” შემადგენლობის გაძლიერებაზე იწყებს მუშაობას, გულშემატკივრების ბოლო დროის დაუმაყოფილებელი შედეგები დაავიწყოს. გუნდის დღის წესრიგში “გენტის” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძის დამატების საკითხია. ეს მოთამაშე თავის კლუბში და ეროვნულ ნაკრებში ლიდერია. “ვალენსიამ” ბელგიურ კლუბს უკვე გაუკეთეს შეთავაზება ჩაკვეტაძის სანაცვლოდ. “გენტი” ქართველი ლეგიონერის ტრანსფერს 25 მილიონ ევროდ აფასებს. – ნათქვამია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში ის დაახლოებით 1 თვეში იქნება.

წყარო – Todofichajes.com

კლოპი და VAR-ი ზეიმობენ. გვარდიოლა გაცოფებულია. “ლივერპულის” გამარჯვება ომარ მომანის თვალებით (კარიკატურა)