კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოჩინოშინს ჯერჯერობით არ უმართლებს. მეორე დღე და მეორე მარცხი (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

ნოემბრის ბაშოს მეორე დღე ქართველი სუმოისტებისთვის ისევ წარუმატებელი გამოდგა.

გაგამარუს შემდეგ ტოჩინოშინმაც რიგით მეორე მარცხი განიცადა. ქართველი სეკივაკე მეორე მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა. (ვიდეო)

მომდევნო – მესამე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძის მეტოქე კომუსუბი ენდო იქნება, რომელსაც ამ ბაშოზე 1 მოგება და 1 წაგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლევანს მინიმუმ 10 მოგება სჭირდება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად.

წყარო – sumo.or.jp

კიუშო ბაშოს მეორე დღეს გაგამარუმ მეორე მარცხი განიცადა (ვიდეო)