კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოჩინოშინის სანახაობრივი ბრძოლა და ბრწყინვალე გამარჯვება აკი ბაშოს მე-7 დღეს (ვიდეო)

ტოჩინოშინმა ლამაზი გამარჯვება მოიპოვა

 

აკი ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინმა ულამაზესი გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძის მეტოქე იყო სეკივაკე დაიეიშო. ორთაბრძოლა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით ლამაზად გაიმარჯვა.

ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 3 მოგება და 4 წაგება აქვს. ქართველ გოლიათს ბაშოს დადებითი ბალანსით დასასრულებლად კიდევ 5 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ბაშოს მერვე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იქნება. ურთიერთშეხვედრებში ტაკაკიეშოს ქართველთან უპირატესობა აქვს – აქამდე გამართული 10 შეხვედრიდან ლევანს მხოლოდ 2 მოგება აქვს.

ნიკა ნინუამ საბერძნეთის სუპერლიგაში სადებიუტი მატჩი ჩაატარა