კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოჩინოშინი ისევ ფეხის ტრავმას ებრძვის. ქართველი სუმოისტის შედეგი ჰაცუ ბაშოს მე-8 დღეს (ვიდეო)

tochinoshin / ტოჩინოშინი

Image source: Getty Images

 

ჰაცუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელმაც ქართველი ჰენკათი დაამარცხა. (ვიდეო მიმოხილვა)

ამ მარცხის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 3 მოგება და 5 წაგება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 2 მოგება და 6 მარცხი აქვს.

წყარო – sumo.or.jp

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიაში მოიგო. SofaScore-ის შეფასება (ფოტო)