კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს სეკივაკეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

 

ჰაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ტაკაიასუ იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 5 მოგება – 9 წაგება. ქართველი მაეგაშირა ტაკაიასუსთან ბრძოლაში უვატენაგეთი დამარცხდა (ვიდეო).

მეთოტხმეტე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 5 მოგება და 9 წაგება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.

 

წყარო – sumo.or.jp

 

ტოჩინოშინის მე-13 უიღბლო დღე ჰაცუ ბაშოზე (ვიდეო)