კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ტობოლში ძალიან თბილად მიმიღეს” – ცნობილია თუ რა ნომრით ითამაშებს ელგუჯა ლობჯანიძე ახალ გუნდში

ელგუჯა ლობჯანიძე

Image source: fctobol.kz

 

კოსტანაის “ტობოლის” ახალწვეულმა, ელგუჯა ლობჯანიძემ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. ქართველმა თავდამსხმელმა მოყვა, თუ როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში, დაასახელა ფავორიტი საფეხბურთო კლუბი და კუმირი ფეხბურთელი.

“ფეხბურთის თამაში ბავშობიდან დავიწყე. სკოლაში და ფეხბურთში ერთდროულად წავედი. ფავორიტი საფეხბურთო კლუბი არ მქონდა გამორჩეული, თუმცა ჩემთვის ყველაზე ახლოს იყო “მილანი” სადაც კახა კალაძე თამაშობდა, რომელსაც მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. რაც შეეხება ბავშობის კუმირს, ეს არის რონალდო, ბრაზილიელი, შემდეგ კი, რომ გავიზარდე ზლატანის სტილი მოეწონა.

ტობოლშინიკასა და ჯაბასთან ვურთიერთობდი და ამ გუნდზე მხოლოდ კარგი მოვისმინე. აქ ძალიან მომწონს, ყველაფერი თავის ადგილზეა, ბიჭებს ვიცნობ, ორი წელია ყაზახეთში ვთამაშობ და კარგად ვიცნობ ყველას, ძალიან თბილად და კარგად მიმიღეს. ყველამ იციც რომ აქ 9 მიუწვდომელია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნომერი 9 არის, ახლა ავიღე 99. “თარაზში” ვთამაშობდი 99 ნომრით.”

წყარო – fctobol.kz

ოფიციალურად: ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახური გუნდის ფეხბურთელი გახდა