კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ტობოლმა” ჯაბა კანკავას ღირსეული საქციელი გაიხსენა (ვიდეო)

Image source: Sport Values

 

4 წლის წინ, 2014 წლის 30 მარტს უკრაინის ჩემპიონატის მატჩში ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის “დნიპროსა” და “დინამო კიევს” შორის, რომელიც ქართველის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა, სუსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. შეხვედრის 22‘-ე წუთზე, მეკარის საჯარიმო მოედანში მაღალი ბურთისთვის მასპინძელთა კიპერი დენის ბოიკო დინამოელთა კაპიტანს ოლეგ გუსევს ისე შეეჯახა, რომ გონება დააკარგვინა. ჯაბამ გუსევს აუცილებელი პირველადი დახმარება გაუწია და კაპიტანი სიკვდილს გადაარჩინა.

ეს ეპიზოდი კანკავას ამჟამინდელი გუნდი გაიხსენა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დადებული ვიდეოს მეშვეობით:

 

წყარო – fctobol

 

სასწრაფოდ: ჟერომ ბოატენგი ავარიაში მოყვა (ფოტო)